სამართალი
შსს პოლიციის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსად შალვა ლომსაძე დაინიშნა
შალვა ლომსაძე სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონულ სამმართველოს უფროსად დაინიშნა. სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობას მის დანიშვნამდე როლანდ მელიქიძე იკავებდა.

შალვა ლომსაძეს კარგად იცნობს ჯავახეთის მოსახლეობა. მას 2016 წელს, სოფელ ხანდოს მცხოვრებლები ზეწოლასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ. ხანდოში ირწმუნებოდნენ, რომ 78 წლის ქალის გარდაცვალების საქმეში სამართალდამცველები ადგილობრივებს ზეწოლითა და ფიზიკური შეურაცხყოფით მკვლელობის აღიარებას თხოვდნენ.

2016 წლის 8 სექტემბერს ტელეკომპანია „მეცხრე არხთან“ ადგილობრივები სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლაზე ღიად საუბრობდნენ. მაშინ შალვა ლომსაძემ თანამდებობა მალევე დატოვა.




| Print |