სამართალი
ბაკურიანში მანქანის აფეთქების შედეგად ერთი პირი დაშავდა
ბაკურიანში მსუბუქი მანქანა აფეთქდა, შემთხვევა დღეს დილით მოხდა, აფეთქების დროს მანქანაში არავინ იყო, სავარაუდოდ ავტომობილი ბაკურიანელ ი. გ-ს ეკუთვნის, აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

"აფეთქება ჰიუნდაის ტიპის სატვირთო მანქანაში მოხდა, როგორც გავიგე მამაკაცი მანქანას თოვლისგან წმენდდა რა დროსაც აფეთქება მოხდა. მაშინვე ბაკურიანის საავადმყოფოში გადაიყვანეს" - ამბობს ბაკურიანის მკვიდრი.

ბაკურიანის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ რომ დღეს, 50 წლამდე მამაკაცი ღია ჭრილობებით, დამწვრობით და მოტეხილობით შეიყვანეს.

"მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ცოტა ხნის წინ ის ბინაზე გაეწერა"
- აცხადებენ კლინიკაში. 

შსს-ს ცნობით, საქმე აღძრულია სსკ 229-ე მუხლით, რომელიც აფეთქების შედეგად ნივთის დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსიდან 12 თვემდე.
| Print |