სამართალი
რამდენ პირს ამოეწურა მართვის მოწმობის ქულები სამცხე-ჯავახეთში - შსს სტატისტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის სტატისტიკით, ქვეყნის მასშტაბით, მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა სრულად ამოეწურა 80 პირს. 

რეგიონებს შორის, ყველაზე მეტ - 22 პირს ქულები თბილისში ამოეწურა, მას მოსდევს ქვემო ქართლი, სადაც 12 პირს ამოეწურა ქულები; მე-3 ადგილზეა იმერეთი - 9 ადამიანით;

სამეგრელო–ზემო სვანეთი 8 პირი;
აჭარა - 6 პირი; 
კახეთი - 6 პირი; 
შიდა ქართლი - 4 პირი;
მცხეთა-მთიანეთი - 2 პირი;
გურია - 2 პირი;
აფხაზეთი - 1 პირი;
სამცხე-ჯავახეთი - 1 პირი.
სხვა - 7 პირი. 

შსს-ს ინფორმაციით, მათგან 69-ს შეუჩერდა მანქანის მართვის უფლება, 11-მა კი გამოცდა ხელახლა ჩააბარა. 

სამცხე-ჯავახეთში, 2020 წელს, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების ნაწილი დააკლდა 5 364 პირს. ქულები შენარჩუნებული ჰქონდა 38 632 მძღოლს. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი ნოემბრიდან ძალაში შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი. „ჭკვიანი კამერები“ დამრღვევ მძღოლებს აჯარიმებენ, მათ შორის: შუქნიშნის წითელ ფერზე გავლის, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, სიჩქარის გადაჭარბებისა და სხვა მიზეზების გამო.
| Print |