სამართალი
ავარია ფარეხაში მსხვერპლით დასრულდა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 37 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა 29 მარტს, ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ფარეხასთან, საღამოს მოხდა. ავარიას სოფელ უდეს მკვიდრი ემსხვერპლა. თანასოფლელების თქმით, სამარშრუტო ტაქსიში მხოლოდ მძღოლი იჯდა, რომელმაც სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ჯგუფს შემთხვევის ადგილზე 40 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

რა მუხლით დაიწყო გამოძიება - შსს-გან პასუხს ამ დრომდე ველით.

| Print |