Error
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა, ვალეში, ნარკოტიკების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს
საფრანგეთის ორი მოქალაქე, საბაჟო გამშვები პუნქტის „ვალეს“ გავლით,  ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატების შემოტანას შეეცადა. შემთხვევა 23 ივნისს დაფიქსირდა. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საფრანგეთის მოქალაქე ბ.ა.-ის ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, 11 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი CoDoliprane, ხოლო საფრანგეთის მოქალაქე რ.გ.ნ.-ის ხელბარგის დათვალიერებისას, 13 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი Lamaline აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.

valeსაფრანგეთის ორი მოქალაქე, საბაჟო გამშვები პუნქტის „ვალეს“ გავლით,  ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატების შემოტანას შეეცადა. შემთხვევა 23 ივნისს დაფიქსირდა.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საფრანგეთის მოქალაქე ბ.ა.-ის ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, 11 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი CoDoliprane, ხოლო საფრანგეთის მოქალაქე რ.გ.ნ.-ის ხელბარგის დათვალიერებისას, 13 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი Lamaline აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.

| Print |