სამართალი
ავარიის შედეგად ადიგენელი ახალგაზრდა გარდაიცვალა
ავტოსაგზაო შემთხვევას ადიგენის სოფელ ნაქურდევის მკვიდრი ემსხვერპლა. ავარია, რომლის დროსაც 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, ქუთაისში მოხდა.

მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა.

შემთხვევა პირველ აპრილს მოხდა. 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.
| Print |