სამართალი
პოლიციამ რეგულაციების დარღვევის 1 126 ფაქტი გამოავლინა
სამართალდამცავებმა ბოლო 24 საათში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 126 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 918 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 94 ფაქტი გამოვლინდა.


პოლიციამ 114 ფიზიკური პირი დააჯარიმა, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით.

განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
| Print |