სამართალი
სამცხე-ჯავახეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ 15 პირს ვერ მიაკვლიეს

 

საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულ 992 პირს პოლიცია ეძებს. მხოლოდ 2020 წელს ქვეყანაში 126 პირი დაიკარგა, მათგან 69 მოძებნეს, 15 გარდაცვლილი ნახეს, 42 პირი კი კვლავ ძებნაშია. გასულ წელს სამცხე-ჯავახეთში სამი პირი დაიკარგა, მათგან მხოლოდ ერთის მოძებნა შეძლეს.

შსს-ს სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში 1973 წლიდან 2020 წლამდე 99 პირი დაიკარგა, მათგან ერთი არასრულწლოვანი იყო. გაუჩინარებულიდან 84-ის კვალს მიაკვლიეს, 15 კი კვლავ ძებნაშია.
| Print |