სამართალი
წამების საქმეზე პროკურატურა სასჯელის ზომის გაზრდის მიზნით გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
ასპინძაში მომხდარი წამების საქმის მასალების აუდიოჩანაწერს რუსთავი 2 ასაჯაროვებს. აუდიო მასალიდან სამი პირის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. ირკვევა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცს ორი თანასოფლელი ფულის მოპარვაში ადანაშაულებს. საკუთარი ხელით მიწას ათხრევინებენ და მოკვლის მუქარით დანაშაულის აღიარებას აიძულებენ. გატაცებულთან საუბრის ნაწილი, ერთ-ერთმა მოძალადემ შანტაჟის მიზნით საკუთარი ტელეფონით ჩაიწერა.

გამომძიებლების მიერ შედგენილი ოქმებიდან ირკვევა, რომ დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებდნენ, თავს კი, დამნაშავედ დღემდე არ ცნობენ. საქმეში დევს სამხარაულის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომაროების ექსპერტიზის დასკვნაც.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, წამების საქმეზე ახალციხის მოსამართლემ ბრალდებულებს -კუკური პლაჭიაშვილსა და ირაკლი გოგალაძეს 9-9 წლით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა სასჯელის ზომის გაზრდის მიზნით გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას დაკავებულების ადვოკატიც ასაჩივრებს.
| Print |