სამართალი
შსს-მ ერთ დღეში შეზღუდვების დარღვევის 1 000 ფაქტი გამოავლინა
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 1 000 ფაქტი გამოვლინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 813 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 109 ფაქტი გამოვლინდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას

ასევე, პოლიციამ 78 პირი დააჯარიმა, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით.

განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
| Print |