სამართალი
"შეაგინა და დანისკენ წაიღო ხელი" - მწყემსების დაპირისპირება ასპინძაში

 

55 წლის მამაკაცმა, შელაპარაკების ნიადაგზე, 38 წლის მწყემსი მოკლა. ბათუმის მკვიდრი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილობრივების თქმით, ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის უთანხმოება პერიოდულად ხდებოდა. ორივე მათგანი ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუზმარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოთარ თედორაძის ფერმაში მუშაობდა.

„გარდაცვლილმა დედა შეაგინა, ბრალდებულმა გააფრთხილა, რომ მეორედ აღარ აპატიებდა, ისევ შეაგინა და დანისკენ წაიღო ხელი, 55 წლის კაცმა დაასწრო და ეს უბედურება მოხდა".

ბრალდებული ვ.კ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია. ის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

| Print |