სამართალი
ბორჯომში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე 8 ერთეული 1.20 მეტრი სიგრძის ნაძვის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი მორი იყო განთავსებული.

„საამქროს მეპატრონემ დეპარტამენტის თანამშრომლებს ვერ წარმოუდგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სამცხე-ჯავახეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ფაქტზე შეადგინეს ოქმები, როგორც სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის, ასევე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების მუხლით. სახერხი საამქრო დაილუქა“, - წერია განცხადებაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 1-ლი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 54 ფაქტი დააფიქსირეს. ასევე ამოღებულია 13 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი.

| Print |