სამართალი
ახალციხეში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქე აკრძალულ პერიოდში, აკრძალული საშუალებით - ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით თევზაობდა.

"ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება", - წერია განცხადებაში.

2021 წლის 1-ლი იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 123 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.
| Print |