სამართალი
აბასთუმანში კაცი ხევში გადავარდა და გარდაიცვალა
უბედური შემთხვევა მოხდა 28 მაისს დაბა აბასთუმანში. 60 წლამდე მამაკაცი ჩანჩქერთან, დაახლოებით, 30 მეტრიან ხევში გადავარდა. მაშველებს ადგილობრივი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

"სავარაუდოდ, ბორდიურს მიეყუდა და უკან გადავარდა, აგერ ბალახია გაქელილი. მგონი, ახალი მომხდარია, ამ დილის, რომ ჩავიდნენ ამოსაყვანად, ჯერ კიდევ თბილი იყო. საფეთქელი ჰქონდა დარტყმული. ალბათ მთვრალი იყო, სულ ნასვამი დადიოდა ეგ კაცი", - გვითხრეს ადგილზე მოქალაქეებმა.

რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება - შსს-დან პასუხს ველით.
| Print |