სამართალი
ავარია ახალქალაქში
ახალქალაქის გასასვლელთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი პირი დაშავდა. აღმაშენებლის ქუჩაზე, ე.წ. მე-15 ,,გოროდკთან" მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ ჰყავს. თვითმხილველების თქმით, დისტრიბუციის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან საწინააღმდეგო მხარეს მოძრავ ფორდის მარკის სატვირთოს შეეჯახა.
,,ერთი მანქანის მძღოლი დაშავდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს მაშინვე, მაგრამ როგორც გავიგე სერიოზული არაფერია”, - ამბობს თვითმხილველი.

მედიკოსთა ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. რომელიც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
| Print |