სამართალი
ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა თბილისში გადაიყვანეს
ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში Nissan- ის მანქანის მძღოლმა, მართვის კონტროლი დაკარგა და სამი მიმავალი ადამიანიდან ერთ-ერთ მათგანს დაეჯახა. საჭეს 2000 წელს დაბადებული მძღოლი მართავდა. ავარიის შედეგად ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა, რის გამოც მისი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ინფორმაციას ATV12 ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
| Print |
თეგები: ავარია / ვაჩიანი /