სააპელაციო სასამართლომ
ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლის, შალვა გოგოლაძის
მოთხოვნა, რომ ის პოლიტიკური ნიშნით იყო გათავისუფლებული და ამისთვის
მორალური ზიანის ანაზღაურება ეკუთვნოდა – არ დააკმაყოფილა.
სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ქალაქ ახალციხის საკრებულოს
მოთხოვნა, რომელიც ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების
ბათილად ცნობას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც შალვა გოგოლაძე იურიდიული
კომისიის თანამდებობაზე აღადგინეს და საკრებულოს 3 თვის იძულებით
განაცდურის ანაზღაურება დააკისრეს.
შალვა გოგოლაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აპირებს. ქალაქ ახალციხის საკრებულოში ჯერ არ შეთანხმებულან, გაასაჩივრებენ თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.