სამართალი
სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ნიკოლოზ დიასამიძე უხელმძღვანელებს
სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა პოზიციები გაცვალეს. 

გურამ ზესაშვილმა, რომელიც აქამდე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი ჩაიბარა. ეს პოსტი მანამდე პოლკოვნიკ ნიკოლოზ დიასამიძეს ეკავა, რომელიც სამცხე-ჯავახეთში გადმოვიდა.

შსს-ს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილეებმა - ვლადიმერ ბორცვაძემ და შალვა ბედოიძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები პირადად წარუდგინეს.
| Print |