სამართალი
ახალციხეში კომენდანტის საათის დროს მანქანის მოპარვა სცადეს
ახალციხის სოფელ კლდეში ავტომობილის ქურდობა სცადეს. ერთმა პირმა, 28 ივნისს, ღამის 02:00 საათზე ერთ-ერთ სახლთან მდგარი მანქანა დააგორა, რაც მეზობელმა შეამჩნია, ყვირილი დაიწყო და პატრონს დაუძახა. უცნობმა პირმა მანქანა გზაზე მიატოვა და გაიქცა.

"ძველი, საბჭოთა მანქანაა, ჟიგული თუ რაღაც ასეთი. მეზობელს რომ არ დაენახა, ალბათ წაიყვანდა და ვეღარც იპოვიდნენ. ახალციხის ერთ-ერთი სოფლიდან არის ის კაცი, ვინც იპარავდა", - გვითხრეს ადგილობრივებმა.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
| Print |