სამართალი
ავარია რუსთავში
ავარია ახალციხე - ასპინძის გზაზე. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ რუსთავში დაახლოებით 17:30 სთ-თვის მოხდა. თვითმხილველთა თქმით, ტრაილერი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა.

,,დაახლოებით ნახევარკილომეტრიანი საცობი იყო. გზაც გადაიკეტა. ,,ოპელი" დაჭრეს და მძღოლი ისე გადმოიყვანეს მანქანიდან" - აღნიშნეს თვითმხილველებმა.

ორივე დაშავებულ მძღოლს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ასპინძის ჯგუფმა გაუწია. მსუბუქი მანქანის მძღოლი მედიკოსებმა ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში შეიყვანეს.

,,ერთი დაშავებულია შემოყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის. ჩაუტარდა ყველა საჭირო პროცედურა" - განუცხადა მეცხრე არხს კლინიკის ხელმძღვანელმა რევაზ კუჭუხიძემ.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით. 
| Print |