სამართალი
ბათუმში ახალქალაქელი ახალგაზრდა დაჭრეს
ახალქალაქის სოფელ გომანის მკვიდრი, მოზარდი ბიჭი ბათუმში დაჭრეს. aliq.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. სკოლის მოსწავლე მ. უ. მუცლის არეში, ცივი იარაღით არის დაჭრილი.

ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მკურნალი ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შსს-მ ერთი პირი დააკავა.

| Print |