სამართალი
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ვეტერანების სამსახურის უფროსი დააკავეს
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსი დავით ფეიქრიშვილი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების უგულებელყოფით, მოქალაქეს მიაქირავა ქ. ახალციხეში მდებარე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გამგებლობაში არსებული საოფისე ფართი, რომლის სანაცვლოდაც გამოართვა 1 000 ლარი. დავით ფეიქრიშვილი თანხის გადაცემის დროს დააკავეს. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

| Print |