სამართალი
,,ალტ ინფოს" წევრები პოლიციაში გადაიყვანეს, ჟურნალისტებმა კი პროკურატურას მიმართეს
მას შემდეგ, რაც საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი გურამ ფალავანდიშვილი შვილთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. დღეს ჩხრეკა ჩატარდა "ალტ-ინფოს" დამფუძნებლის, ზურა მახარაძის და "ალტერნატიული საქართველოს" ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას საცხოვრებელ სახლებშიც. პოლიციაშია გადაყვანილი ზურა მახარაძე და შოთა მარტინენკო.სამთავრობო მედიაორგანიზაციის - "ალტ ინფოს" გადამღები ჯგუფი მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობის დროს იმყოფებოდა ნინოწმინდის პანსიონში. ბავშვთა სახლიდან გამოსვლის შემდეგ ორგანიზაციის დამფუძნებელმა შოთა მარტინენკომ სახალხო დამცველს "ავადმყოფური შეხედულებების მხარდამჭერი" უწოდა და ამით ახსნა მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილების მიზეზი, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენის წარმომდგენლებს პანსიონში არ უშვებენ.,,ლექსოსთვის ჩვენ არ დავიღლებით და ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ყველა მოძალადე არ იქნება შესაბამისად დასჯილი" - გენერალურ პროკურატურაში მედეიამენეჯერების და 200-ზე მეტი ჟურნალისტის სახელით სპეციალური განცხადება 16 ივლისს შევიდა.

ჟურნალისტები ირაკლი შოთაძეს მიმართავენ კითხვით - დაიწყო თუ არა "ალტ ინფოს" ეთერში გაკეთებული ძალადობრივი განცხადებების შესწავალა. მედიის წარმომადგენლები ასევე ითხოვენ საგამოძიებო უწყება "ალტ ინფოს" დაფინანსების წყაროთიც დაინტერესდეს. განცხადებაში ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ 5 ივლისს ძალადობის ორგანიზატორებს წარმოადგენდნენ მედია საშუალება "ალტ ინფოს" ხელმძღვანელები და წამყვანები. 
| Print |