შსს-მ მინერალური სასმელების ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინა
14:52 / 30.05.2015
შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული
სამმართველოს აგარის განყოფილების თანამშრომლება, ქარელის
მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში, 1960 წელს დაბადებული, ბორჯომში
მცხოვრები თამაზ შ. მინერალური სასმელების ფალსიფიცირებაში ამხილეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თამაზ შ. გადამოწმების
მიზნით იმ დროს გააჩერეს, როდესაც მას კუთვნილი ავტომანქანით
ფალსიფიცირებული მინერალური სასმელი: 60 ბოთლი “ბორჯომი”,
12 ბოთლი “ნაბეღლავი”, 12 ბოთლი “მიტარბი” და 58 ბოთლი “ლიკანი”
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში სარეალიზაციოდ გადაჰქონდა.
მხილებულმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ აღმოჩენილი
ფალსიფიცირებული მინერალური სასმელი ქალაქ ბორჯომში თავად ჩამოასხა.
გამოძიება ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის
197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს).
შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის
რაიონული სამმართველოს აგარის განყოფილების თანამშრომლება, ქარელის
მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში, 1960 წელს დაბადებული, ბორჯომში
მცხოვრები თამაზ შ. მინერალური სასმელების ფალსიფიცირებაში
ამხილეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თამაზ შ.
გადამოწმების მიზნით იმ დროს გააჩერეს, როდესაც მას კუთვნილი
ავტომანქანით ფალსიფიცირებული მინერალური სასმელი: 60 ბოთლი
“ბორჯომი”, 12 ბოთლი “ნაბეღლავი”, 12 ბოთლი “მიტარბი” და 58
ბოთლი “ლიკანი” ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში სარეალიზაციოდ
გადაჰქონდა. მხილებულმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ აღმოჩენილი
ფალსიფიცირებული მინერალური სასმელი ქალაქ ბორჯომში თავად
ჩამოასხა.
გამოძიება ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის
197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს).