სამართალი
ბორჯომის ჰოსპიტალში დაჭრილი გარდაიცვალა
ბორჯომის ,,ჯეო ჰოსპიტლის" სამედიცინო ცენტრში, 6 აგვისტოს, გამთენიისას დაჭრილი მოქალაქე შევიდა და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბორჯომში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი, სამედიცინო ცენტრში უკვე დაზიანებებით შევიდა, სავარაუდოდ დაზიანებები მას ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.

„არაფერი არ ვიცით რა მოხდა, მარტო იყო თუ არა, ან რატომ მივიდა და რა მდგომარეობაში საავადმყოფოში“

„ამბობენ, რომ ჯიბეში ხელყუმბარა ჰქონდა, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, შეიძლება არ შეესაბამება სიმართლეს, არ ვიცით“ - ამბობენ სამედიცინო ცენტრის ეზოში შეკრებილები.

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

წყარო: ტელეკომპანია ბორჯომი
| Print |