Error
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნატა კოპაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნატა კოპაძის მიერ  ბორჯომის გამგებლის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მედიასაშუალებებთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი სპეციალისტი, სამსახურში აღდგენასა და გაცდენილი საათების საფასურის ანაზღაურებას ითხოვდა. მოსამართლის განმარტებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში კონკურსის პროცესში, კომისიის წევერბმა გასაუბრების სპეციფიკიდან გამომდინარე, ნატა კოპაძის მიმართ გადაწყვეტილება  ცალ-ცალკე მიიღეს, ამიტომ  გოჩა ჯეირანაშვილამა სარჩელი არ დააკმაყოფილა. ნატა კოპაძე გადაწყვეტილების გასაჩივრებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში აპირებს. შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მედიასაშუალებებთან ურთიერთობის ყოფილმა სპეციალისტმა  ნატა კოპაძემ ახალციხის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი მიმდინარე წლის 29 იანვარს შეიტანა. იგი  ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 5 იანვრის  ბრძანების ბათილად ცნობას და სასამართლო წესით თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდა.

55555ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნატა კოპაძის მიერ  ბორჯომის გამგებლის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მედიასაშუალებებთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი სპეციალისტი, სამსახურში აღდგენასა და გაცდენილი საათების საფასურის ანაზღაურებას ითხოვდა.

მოსამართლის განმარტებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში კონკურსის პროცესში, კომისიის წევერბმა გასაუბრების სპეციფიკიდან გამომდინარე, ნატა კოპაძის მიმართ გადაწყვეტილება  ცალ-ცალკე მიიღეს, ამიტომ  გოჩა ჯეირანაშვილამა სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ნატა კოპაძე გადაწყვეტილების გასაჩივრებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მედიასაშუალებებთან ურთიერთობის ყოფილმა სპეციალისტმა  ნატა კოპაძემ ახალციხის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი მიმდინარე წლის 29 იანვარს შეიტანა. იგი  ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 5 იანვრის  ბრძანების ბათილად ცნობას და სასამართლო წესით თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდა.

| Print |