სამართალი
ფარეხაში ავარიას მამაკაცი ემსხვერპლა
ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ, ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ფარეხასთან ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია.

შემთხვევა 10 აგვისტოს, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები.

რომელი მუხლით დაიწყო ძიება - შსს-დან ოფიციალურ ინფორმაციას ამ დრომდე ველით.
| Print |