სამართალი
სოფელ გორელოვკაში სახლი გაქურდეს
ნინოწმინდის სოფელ გორელოვკაში ოვანეს აღაიანის სახლი გაქურდეს. მეპატრონის თქმით, ქურდი სახლში ფანჯრიდან შევიდა. წაღებულია 600 ლარი და ოქროს საქორწინო ბეჭედი. ინფორმაციას რადიო "ნორი" ავრცელებს. 

შემთხვევა 26 აგვისტოს, დილით მოხდა. ამ დროს ოჯახის წევრები ფერმაში იყვნენ და სახლში არავინ იმყოფებოდა.

„დილის 04:00 საათზე მე და ჩემი მეუღლე მივედით ფერმაში. იქიდან დაბრუნებისას, რვის ნახევარზე ფანჯარა ღია დაგვხვდა. ჩემი შვილის საქორწინო ბეჭედი და 600 ლარი მოიპარეს. იპოვონ და დასაჯონ ისინი, ვინც ასეთ რამეს აკეთებს“, - ამბობს ჰოვანეს აღაიანი.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება დაიწყო, თუმცა ჯერ ვერ აკონკრეტებენ რომელი მუხლით.
| Print |