სამართალი
ერთი გარდაცვლილი, ერთი დაშავებული - ასპინძელი ძმები ავარიაში მოყვნენ
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასპინძელი ძმებიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. შემთხვევა თბილისში, აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. როგორც ახლობლები ჰყვებიან, ძმები მოტოციკლით მიდიოდნენ, რა დროსაც მათ ავტომობილი დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო 27 წლის ბ.ლ.-მ, ის ადგილზე გარდაიცვალა, მის ძმას - 28 წლის ნ.ლ.-ს კი მოტეხილობები აქვს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
| Print |