სამართალი
ასპინძელი ბექა ლონდარიძე, უკანასკნელ გზაზე მოტოციკლეტებით გააცილეს (ვიდეო)
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ბექა ლონდარიძე დღეს დაკრძალეს. მისმა მეგობრებმა და ახლობლებმა ის უკანასკნელ გზაზე ბაიკებით გააცილეს.

27 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასპინძელი ძმებიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. შემთხვევა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მოხდა. როგორც ახლობლები ჰყვებიან, ძმები მოტოციკლით მიდიოდნენ, რა დროსაც მათ ავტომობილი დაეჯახა.

ბაიკზე დამაგრებულმა გოუ პრომ, ასპინძელი ძმების - ნიკა და ბექა ლონდარიძის ავტოსაგზაო შემთხვევის კადრები გადაიღო.

27 წლის ბექა ლონდარიძე ადგილზე გარდაიცვალა, მისი ძმა - 28 წლის ნიკა ლონდარიძე კი ამ დრომდე კლინიკაშია მოთავსებული და მკურნალობას განაგრძობს. მედიკოსთა განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
| Print |