სამართალი
ერთ თვეში, სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ექვსი ფაქტი გამოვლინდა
პირველიდან 31 აგვისტომდე, სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ექვსი შემთხვევა გამოვლინდა, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით, ამავე პერიოდში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 156 ფაქტი გამოვლინდა, აქედან ხუთი  სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. 

"ყველაზე მეტი - 86 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონში, 30 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 2, სამცხე-ჯავახეთში - 6, სამართალდარღვევის 11 ფაქტი გამოვლინდა ქვემო ქართლში, 8 ფაქტი - შიდა ქართლში, აჭარაში - 2, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 7, მცხეთა-მთიანეთში - 1, ხოლო გურიის რეგიონში 2 ფაქტი გამოვლინდა. 2021 წლის აგვისტოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი დედაქალაქშიც გამოავლინეს. სამართალდარღვევათა შესახებ მოპოვებული მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა".

გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამურად, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 186 მ3-მდე ხე-ტყე.

საანგარიშო პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 32 ფაქტი, ამოღებულია ორი არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი.
| Print |