სამართალი
ავარია ახალციხეში - დაშავებულები კატასტროფით თბილისში გადაიყვანეს
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხეში. დაახლოებით 19:30 სთ-თვის, ე.წ. საბარგო სადგურთან მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. 

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამი დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანა. მათგან ყველაზე მძიმე 81 წლის მამაკაცის მდგომარეობაა. „ევექსის“ პრესსამსახურში ამბობენ, რომ პაციენტი თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაჰყავთ.

„კრიტიკულად მძიმეა, აღენიშნება ორივე ქვედა კიდურის, ნეკნების მოტეხილობა, ფილტვის დაზიანება, სახის ძვლების ტრავმა, ტრავმული შოკი.

მეორე პაციენტი, 44 წლის მამაკაცი საშუალო სიმძიმისაა. მას აღენიშნება სახის ძვლების მოტეხილობა, სუბდურალური სისხლჩაქცევა, ჭრილობა შუბლის არეში, პაციენტი გადაყვანილია ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში.

მესამე პაციენტს დაეწყო სამედიცინო მომსახურების გაწევა, აღენიშნებოდა მარჯვენა ლოყის შესიება, ჩაუტარდა კვლევები და მიუხედავად ექიმის რეკომენდაციისა დაკვირვების ქვეშ დარჩენილიყო, უარი განაცხადა და საკუთარი სურვილით გაეწერა სახლში“.

tv9news.ge შსს-დან პასუხს ამ დრომდე ელოდება.
| Print |