სამართალი
შსს-ში მასშტაბური გადაიარაღების პროცესი დაიწყო
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადაცემის პირველი ეტაპი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე გაიმართა.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე, მინისტრის მოადგილეები - იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების შემდეგ, უახლოეს დღეებში, გლოკის სისტემის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღები საპატრულო პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს გადაეცემათ.

| Print |