სამართალი
ახალციხეში, საბარგო სადგურზე ავარია მოხდა
ქალაქ ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საბარგო სადგურის დასახლებაში, თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ადგილზე ერთი დაშვებული დახვდათ. ის ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. 

"თავის ტრავმით გადავიყვანეთ ერთი პაციენტი, დანარჩენები ადგილზე არ დაგვხვდნენ, თვითდინებით არიან წაყვანილი", - გვითხრეს სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში. 

რომელი მუხლით დაიწყო ძიება და რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი - პასუხს შსს-დან ამ დრომდე ველით.
| Print |