სამართალი
სოფელ ფოკაში მოქალაქეს 32 000 ლარი მოპარეს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მცხოვრების სახლი გაქურდეს. რადიო „ნორის“ ინფორმაციით, შემთხვევა 10 ოქტომბერს მოხდა, როცა მეპატრონეები სახლში არ იმყოფებოდნენ. მათი თქმით, წაღებულია დაახლოებით, 32 000 ლარი.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

| Print |