სამართალი
პოლიციამ ბორჯომში უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანით გადაადგილების დროს, 1979 წელს დაბადებული ნ.მ. შეამოწმეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად „საიგას“ ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის გარდა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 13 პირი.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

| Print |