სამართალი
ახალქალაქში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალქალაქში, 1944 წელს დაბადებული ერთი მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან, ნივთმტკიცებად ამოიღო „ტტ“-ს სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 11 საბრძოლო ვაზნა.

გარდა სამცხე-ჯავახეთისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯამში დაკავებულია 10 პირი.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.
| Print |