სამართალი
ახალქალაქში კაცმა ყოფილი ცოლის ოჯახის წევრები დანით დაჭრა, მათ შორის ერთი ბავშვია
ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში ოთხი პირი სხვადასხვა ხარისხის ჭრილობებით გადაიყვანეს. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო jnews.ge-ს ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი სოფელ პატარა სამსარში ყოფილი ცოლის სახლში შეიჭრა და ოჯახის წევრები, მათ შორის 8 თვის ბავშვი დაჭრა.

ახალქალაქის საავადმყოფოში ამბობენ, რომ ბავშვმა, მამაკაცმა და შუახნის ქალმა (სავარაუდოდ, ყოფილი ცოლის ძმა და რძალი) დანით სხვადასხვა ხარისხის ჭრილობა მიიღეს, ხოლო ასაკოვანმა ქალმა (სავარაუდოდ, ცოლის დედა) დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა და შოკურ მდგომარეობაშია. 

შემთხვევა დღეს, 11 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული ოჯახში ძალადობის გამო იხდიდა სასჯელს. 

მოხდა თუ არა დამნაშავის იდენტიფიცირება - შინაგან საქმეთა სამინისტროდან პასუხს ამ დრომდე ველით.
| Print |