სამართალი
ახალქალაქში, ოთხი პირის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ მამაკაცი დააკავა
პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა შუა ხნის მამაკაცი, რომელმაც ახალქალაქის სოფელ პატარა სამსარში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა ყოფილი ცოლის ოჯახის წევრებს, მათ შორის რვა თვის ბავშვს. 

სამართალდამცველები მას ოთხი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ოთხივე დაშავებული ახალქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შუა ხნის მამაკაცი, რომელმაც ყოფილი ცოლის ოჯახის წევრები დაჭრა, უკვე იხდიდა სასჯელს ოჯახში ძალადობის ბრალდებით. 

უფრო მეტს შემთხვევის შესახებ წაიკითხავთ:

ახალქალაქში კაცმა ყოფილი ცოლის ოჯახის წევრები დანით დაჭრა, მათ შორის ერთი ბავშვია
| Print |