სამართალი
ბორჯომთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ლარებთან. ბორჯომი-ახალციხის ცენტრალურ გზაზე მოძრავმა, სატვირთო მანქანის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და კლდეს შეეჯახა.
ტელეკომპანია ,,ბორჯომის" ინფორმაციით, ტრაილერში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

| Print |