სამართალი
იჯარეთში, ვაზიანში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე ყვებიან (VIDEO)
ვაზიანის სამხედრო დასახლებაში მომხდარი მკვლელობის შესახებ, ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს და სიდედრს სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში ცივი იარაღით მიაყენა.

სოფელ იჯარეთის მაცხოვრებლები, სადაც სიდედრი ცხოვრობდა, ყვებიან, რომ ოჯახი არაკონფლიქტური იყო და მათთვის გაურკვეველია, რატომ ჩაიდინა მამაკაცმა დანაშაული.

თანასოფლელების თქმით, შემთხვევის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც გარდაცვლილი ცოლ-ქმრის მცირეწლოვანი შვილი სკოლიდან დაბრუნდა, სახლის კარი დაკეტილი დახვდა და დასახმარებლად ბიძას დაურეკა, რის შემდეგაც, ბინის კარი უკვე ძალის გამოყენებით შეამტვრიეს და სახლში სამი გარდაცვლილი დახვდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ჯერ მეუღლე მოკლა, შემდეგ სიდედრი და ბოლოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სამი გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. გვიან ღამით ელოდებიან ადიგენის სოფელ იჯარეთში სიდედრის ლელა გუბელაძისა და მისი შვილის მარიკა მესარქიშვილის ცხედრების გადასვენებას სოფელში.

| Print |