სამართალი
სახლი მილეწილი და დაკეტილია - რას ჰყვებიან აწყვიტაში მომხდარ მკვლელობაზე
აწყვიტაში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, არაფხანიანების სახლი დაკეტილია. ექვსსულიან ოჯახში არავინ იმყოფება. წუხანდელი ინციდენტის შემდეგ, სოფელში მკვლელობის დეტალებზე საუბარი უჭირთ, თუმცა ამბობენ, რომ მოკლული სოფლის სიძე იყო და ორივე ოჯახს დადებითად ახასიათებენ. მეცხრე არხის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ნოდარ არაფხანიანი ამ დრომდე დაკავებული არ არის.

,,კარგი, უწყინარი ადამიანია. გაოგნებულები ვართ. პოლონეთიდან ორი თვის წინ ჩამოვიდა და 9-ში ისევ უკან უნდა დაბრუნებულიყო. ზუსტად რა მოხდა არ ვიცით. სავარაუდოდ აქ მოსვლამდე მოუხდათ შელაპარაკება. ჩვენ განწირული ხმა რომ გავიგონეთ, მერე გავედით. უკვე ბევრი ხალხი ტრიალებდა, პოლიციაც აქ იყო. საშინელება მოხდა. ასეთი, რამ სოფელში არასდროს მომხდარა. ორი პატარა ბავშვი, დედ-მამა და ცოლი სოფლიდან წასულია. სახლი მილეწილია და აღარავინ არის“ - ამბობენ აწყვიტაში.

შემთხვევა 29 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 სთ-თვის მოხდა. შელაპარაკების ნიადაგზე გარდაცვლილია 46 წლის ვანო წითლანაძე. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

| Print |