სამართალი
შსს-მ ასპინძაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასპინძის სოფელ აწყვიტაში მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნა. უწყების ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მას ერთი პირის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. 

შემთხვევა 29 დეკემბერს, გვიან ღამით მოხდა. სოფელ აწყვიტის მკვიდრმა ნიჯგორის მაცხოვრებელს გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რის გამოც 46 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ექსპერტის დავით მერაბიშვილის თქმით, გარდაცვლილის სიკვდილი გულ-მკერდის არეში შემავალმა ჭრილობამ გამოიწვია, რომელმაც დააზიანა ფილტვი და აორტა. 

ვრცლად ამ თემაზე:

| Print |