სამართალი
ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული - ავარია ბორჯომში
ბორჯომი - ხაშურის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, არიან დაშავებულებიც.
ადგილობრივების თქმით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული პირი დახვდა. 

დაშავებულები ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, დაშავებულებს აღენიშნებათ მცირედი მოტეხილობა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
,,ავარიის შედეგად ორი ქალი და ორი მამაკაცი შეემოიყვანეს, მათი ასაკი 23-დნ 60 წლამდე მერყეობს. ძირითადად მოტეხილობებით. არცერთის მდგომარეობა მძიმე არ არის. სამწუხაროდ, ერთი ქალი ადგილზე გარდაიცვალა" - განუცხადა მეცხრე არხს ირაკლი დიასამიძემ.
შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო,რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
| Print |