სამართალი
ასპინძაში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ასპინძის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.

მდინარე მტკვარზე, მოქალაქეები აკრძალული საშუალებით - ანკესზე გამობმული სახლართი ბადის გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, თევზჭერის უკანონო იარაღები დაილუქა და შედგა შესაბამისი ოქმები.
| Print |