სამართალი
ახალციხეში ბინა და ავტოფარეხი გაქურდეს
ახალციხეში საცხოვრებელი სახლი და ავტოფარეხი გაქურდეს. შემთხვევა ცხრა აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში მოხდა, სადაც ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მეზობლები ამბობენ, რომ სახლში დაბრუნებულ მეპატრონეს ბინისა და ავტოფარეხის კარი ღია დახვდა, წაღებულია ძვირფასი ნივთები.

"ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიდინარეობს. პოლიციაა მოსული. ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით,"
- აცხადებს ბინის მეპატრონე.

ბინის მფლობელი 10 დღის განმავლობაში სახლში არ იმყოფებოდა. ზუსტად როდის გაქურდეს ის, არავინ იცის.

"თვითონ ბაკურიანში მუშაობს. დაბრუნდა სამსახურიდან და კარი ღია დახვდა."

"იყო საუბარი, რომ გატეხეს ეგ ბინა. არის გატანილიო ძვირფასი ნივთები, ოქროულობა. უშუალოდ მე არ ვარ არც მაგის მომსწრე და არც დამინახავს,"- ამბობენ მეზობლები.

მოგვიანებით გაქურდული ოჯახის ავტოფარეხთან მეზობლებმა მათი ძაღლი მკვდარი იპოვეს. ვარაუდობენ, რომ შინაური ცხოველის სიკვდილი ქურდობის ფაქტს უკავშირდება. 

როგორც მეზობლები "მეცხრე არხთან" ყვებიან, ბოლო პერიოდში, ამ კორპუსში, ბინა უკვე მეორედ გაქურდეს. 

თუ რომელი მუხლით მიმდინარეობს ძიება ბინისა და ავტოფარეხის ქურდობის საქმეზე, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ამ დრომდე ველით.

ასევე ნახეთ: 

"სახლში მოვედი და ყველაფერი გადმოყრილი დამხვდა" - სახლიდან ოქრო მოიპარეს

ახალციხეში სახლი გაქურდეს

| Print |