სამართალი
ახალციხის საკრებულომ გათავისუფლებულ თანამშრომლთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ახალციხის საკრებულოდან უკანონოდ გათავისუფლებული თამარ აბულაძე სამუშაო ადგილს დაუბრუნდა. აპარატის უფროსი სამსახურებრივ მოვალეობას 14 თებერვლიდან შეუდგა.

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დავით ტაბატაძის განმარტებით, მათ საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში აღარ გაასაჩივრეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულეს.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს აპარატის უფროსის სარჩელი ადგილობრივმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გათავისუფლების ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი. ახალციხის საკრებულოს კი თამარ აბულაძის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

თამარ აბულაძე და მისი და მარინე აბულაძე სამსახურიდან 25 აგვისტოს გაათავისუფლეს.

ასევე ნახეთ:
| Print |