სამართალი
სატვირთოდან დაღვრილი ბიტუმით მიყენებულ ზიანს სპეციალისტები შეისწავლიან
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გარემოს დაბინძურების ფაქტზე რეაგირება მოახდინეს.

ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე, თურქეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გადაბრუნდა, შედეგად ბიტუმი დაიღვარა, რამაც გამოიწვია როგორც მიწის, ასევე მდინარის დაბინძურებაც.

დეპარტამენტის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ადგილზე აიღეს შესაბამისი სინჯები. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაანგარიშდება.

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 52-ე მუხლითა (მიწის დაბინძურება, დეგრადაცია ან სხვაგვარი გაუვარგისება) და 58-ე მუხლის პირველი ნაწილით (წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა)"
- ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 18 თებერვალს მოხდა.
| Print |