სამართალი
ტრაილერი, რომელმაც ტონობით ბიტუმი დაღვარა, ტერიტორიიდან გაიტანეს
ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა, რომელსაც ბიტუმი გადაჰქონდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ტონობით გუდრონი დაიღვარა, რამაც გამოიწვია როგორც მიწის, ასევე მდინარის დაბინძურება.

მძღოლი თურქეთის მოქალაქეა, ის შემთხვევის დროს არ დაშავებულა.

ამ დროისთვის ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. შპს „ჯავახ ავტოგზას“ წარმომადგენლების თქმით, ტერიტორიის სრულად გაწმენდა ხვალ დასრულდება.

გარემოზე მიყენებულ ზიანს ითვლის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. უწყებამ მიწისა და წყლის დაბინძურებისთვის მძღოლს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. ამის გარდა, ლაბორატორიული კვლევისთვის ადგილიდან აიღეს სინჯები. შედეგებზე დაყრდნობით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაანგარიშდება.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.
ასევე ნახეთ:


| Print |