სამართალი
ბორჯომსა და ახალციხეში წიწვოვანი ხეები უკანონოდ მოჭრეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 13 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა ჯამში 27 ერთეული წიწვოვანი სახეობის ხე-ტყე უკანონოდ მოჭრეს და მისი ტრანსპორტირება განახორციელეს. ამავე მუნიციპალიტეტებში გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე, 2მ3-მდე საშეშე მერქანი და 6 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული, მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.

ამასთან, ადიგენის, ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში განთავსებულ რეგისტრირებულ სახერხ საამქროებში ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 6 ფაქტი გამოვლინდა.
| Print |